ჟურნალისტი თათია ზუხბაია შოვის სტიქიის დროს დაკარგული დამსვენებლების ოჯახის წევრის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ოჯახი ბოლოს საკუთარ ტელეფონში ნახა, გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცოლმა რომ გამოუგზავნა, იმ ბოლო ვიდეოში.
სამივე შვილი დივანზე იჯდა... 4 წლის, 7 წლის ….
მეორე დღე ღამდება, გაშეშებული მამა ისევ სტიქიის ეპიცენტრთან დგას, ხან რაჭის ტყეს გაყურებს, ხან ცაში იხედება… იქნებ საიდანმე იმედის სხივი დაეშვას.
ხან იმ საშინელ აზრებსაც ებრძვის, რომ აფიქრებინებს, იმ ოთხიდან ვინმე …
სულ ერთია რომელი…
იქნებ ერთი ცალი მაინც დაიბრუნოს..
ღმერთო, იმ თქვენს სამყაროში ამდენი ანგელოზი მართლა გჭირდებათ?!!“, - წერს თათია ზუხბაია.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის ზონიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. 20-ზე მეტ პირთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები...“ - სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს
🔵წითელი ჯვრის საზოგადოება შოვში მყოფ მოხალისეებს და დაზარალებულებს მიმართავს
🔵„დღეს არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა“ - მიხეილ ცაგარელი