Digest Logo

„ოჯახის, ბავშვების მფარველობის, ერთობისა და უძველესი ტრადიციების სიმბოლოა...“ - ეკო ფანგანის ახალი კადრები კვირიკობის დღესასწაულიდან

1785520312
ეკო ფანგანი

საქართველოში 28 ივლისს წმინდა მოწამე კვირიკესა და დედამისის, ივლიტას ხსენების დღე – კვირიკობა აღინიშნება. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეს დღე განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის მატარებელია.

ქვეყნის სხვადასხვა ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება, ხოლო მორწმუნეები წმინდანების სიმტკიცეს, რწმენასა და თავდადებას იხსენებენ, რომლებიც ქრისტიანული ერთგულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაგალითად მიიჩნევიან.

აღნიშნულ დღესასწაულს განსაკუთრებით სვანები აღნიშნავენ, წელს კი ტელეწამყვანი ეკო ფანგანიც დაესწრო საიდანაც ულამაზეს კადრებსა და ინფორმაციულ პოსტს გვიზიარებს:

„მაშედუ ჯაარხ ლაგურკა! ✝️

28 ივლისს სვანეთში წმინდა კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება.

დღესასწაულის მთავარი ადგილი კალას თემში მდებარე XI საუკუნის ლაგურკის ტაძარია, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე დგას. აქ მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და ტაძრამდე კლდოვან და ტყიან ბილიკს ფეხით მიუყვებიან.

წელს პირველად დავესწარი ლაგურკის წირვას, რომელსაც მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი, მეუფე ილარიონი აღავლენდა.

ლაგურკა სვანებისთვის რწმენის, ოჯახის, ბავშვების მფარველობის, ერთობისა და უძველესი ტრადიციების სიმბოლოა.

მართლა საოცრება იყო — ნამდვილი მისტიკა.

დიდება უფალს!“, - წერს ეკო ფანგანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterina Pangani (@ekaterinapangani)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე - „შეიძლება ძალიან სწრაფი, სასტიკი, ემოციური და სკანდალური იყოს“

⭕  „აქ თამაში მარტივი არ არის...სერია A-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო“ - „უდინეზემ“ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა

🎥 „დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ შინაგან სტაბილურობასა და სიმშვიდეზე...“ - უშვილობა და შიშები: ნანა პარკაძის რჩევები