Digest Logo

„ოჯახურ საქმეზე პირადი საკითხების საჯაროდ გამოტანა და საცვლების ფრიალი არ მიმაჩნია სწორად. ყველაზე მეტად მათი საერთო შვილი დაზარალდება“ - გოგა ჩანადირი

1664722895
ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა. პროცესი უკვე ორი წელია, გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის მოსაზრებას საჯაროდ აფიქსირებს.

„არ მიმაჩნია სწორად დოროყაშვილი-ბასილაშვილის ოჯახურ საქმეზე პირადი საკითხების საჯაროდ გამოტანა და საცვლების ფრიალი.

ეს არც მტყუან-მართალს დაადგენს და არც ძალადობას შეამცირებს სხვა ოჯახებში.

ყველაზე მეტად კი დაზარალდება მათი საერთო შვილი.

რა მიზანი აქვთ მედიასა და მხარეთა დამცველებს, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ რაც უფრო შორს მიდიან, ვითარებას მით უფრო ამძიმებენ და ასაზიზღრებენ.

დაველოდოთ სასამართლოს, გამოიტანოს განაჩენი და მერე დაიწეროს. არ შეიძლება? ასე ყველაფერზე და განურჩევლად წერა, არიქა, სკანდალიაო, მართებული არ მგონია“, - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გამოცილებისას შვილმა მკითხა - ვინმეს მოკვლა მოგიწიაო?“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

🔵„სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, ვინც კარგად არ სწავლობს“ - შოკის მომგვრელი ამბავი მარნეულიდან

🎥 „მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხარ“ - ნოე სულაბერიძის მიერ შესრულებულა კომპოზიციამ სოცქსელი დაიპყრო