
მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპი, 12 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. საზოგადოებამ უკრაინელი რძალი ისევე შეიყვარა, როგორც თავად მარინამ საქართველო.
წყვილი სოციალურ ქსელში ერთობლივ ვლოგს გვიზიარებს:
„დღეს ვლოგის დღეა, ოპერატორი სპეციალურად ჩამოვიყვანე უკრაინიდან 15 წლის წინ.
ვიღებთ ვლოგს ჩვენი ახალი კლიპის შესახებ, მივდივართ სახელოსნოში, აზრზე არ ვარ რა იქნება, რადგან ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა, რეჟისორმა ზვიად ციკოლიამ ყველაფერი დაგეგმეს ისე, რომ არანაირი ჩართულობა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან.
მადლობა მათ, რადგან ძალიან მაგარი ხალხია“, - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფანტასტიკურად გამოიყურები, ბედნიერი დასვენება“ - სალომე შარვაძე დოჰაში მოგზაურობს