Digest Logo

„ორი საოცრება გოგო“ - ანუკი ქორქია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

1730969018
ანუკი ქორქია

ანუკი ქორქიას საზოგადოება ტელეეკრანებიდან იცნობს, თუმცა ბოლო დროს ის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და დიდი აქტიურობით არც სოციალურ ქსელში გამოირჩევა. 

ანუკი ქორქია 36 წლისაა. ის პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა.

კახასა და ანუკის პირველი შვილი გიორგი 2013 წელს შეეძინათ, 2019 წელს კი გოგო, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას პატივსაცემად, ლიკა დაარქვეს.

ანუკი ქორქია პატარა ლიკასთან ერთად დუბაიში მოგზაურობს, ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ძალიან საყვარლები ხართ“.

„ძალიან გგავს“.

„ორი საოცრება გოგო“, - წერენ სოციალურ ქსელში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი დაიკლო - „ვნანობ, მოვხვდი არაპროფესიონალთან და მას ვენდე…“

„სილამაზის და სექსუალურობის პიკი“ - ნეკა დოროყაშვილის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

„ესაა ყველაზე ხშირი დილემა ამერიკაში - იცხოვრო ქალაქსა თუ გარეუბანში“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს