Digest Logo

ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი დაიკლო - „ვნანობ, მოვხვდი არაპროფესიონალთან და მას ვენდე…“

1730968280
ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ დღეში ერთხელ მიირთმევს:

„ამოვიღე შაქარი და ცომს საერთოდ არ ვჭამ. ვსვამ უშაქრო ყავას და ჩაის. ჩემს შემთხვევაში ამან ყველაზე მეტად გაამართლა და შედეგიანი აღმოჩნდა. ჩემი დღეში ერთჯერადი კვების ძირითადი მენიუა წიწიბურა, კვერცხი და ერთი ნაჭერი ყველი. როცა მომშივდება, მაშინ ვჭამ და ერთ თვეში 6 კილო დავიკელი. რასაკვირველია, არავის მოვუწოდებ მსგავს კვებას და ალბათ, არც სწორია, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა ახლა ასე მომთხოვა…“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.

ამავე ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ წლების მატებასთან ერთად საკუთარი თავი უფრო მოსწონს:

„რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მომწონს ჩემი თავი და გარეგნობა, ვერ ვიტყვი, ოცი წლის ასაკში უფრო კარგი სახის კანი მქონდა, ვიდრე ახლა-მეთქი. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ სახის მასაჟი საოცრად მოქმედებს კანზე და დადებითი შედეგები აქვს. ბოლო წელია, ვიკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ წლების წინ გავიკეთე ტუჩი, უფრო სწორად, მოვხვდი სპეციალისტთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რატომღაც მჭირდებოდა ტუჩის გადიდება და გამიკეთა ბიოპოლიმერი. დღემდე მაქვს და ძალიან არ მომწონს. ეს ჩემი არჩევანი არ იყო, ეს იყო არაპროფესიონალის არჩევანი. ეს პრეპარატი არ გაიწოვება, ქირურგიულად ხდება მისი ამოღება, რაც საკმაოდ რთულია. თავს ვიდანაშაულებ, რომ ვენდე, სუსტად მოვიქეცი და მივეცი ექიმს ჩემზე ექსპერიმენტის გაკეთების უფლება…“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სილამაზის და სექსუალურობის პიკი“ - ნეკა დოროყაშვილის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

„ესაა ყველაზე ხშირი დილემა ამერიკაში - იცხოვრო ქალაქსა თუ გარეუბანში“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“ - რა პრობლემაზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

წყარო: fortuna.ge