სპორტული გვერდი Geo Team-ი სოციალურ ქსელში შოთა არველაძის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, არველაძე თურქული გუნდის „ქასიმფაშას“ მწვრთნელი აღარ იქნება:
„შოთა არველაძე „ქასიმფაშას“ ტოვებს!
თურქულ კლუბში მფლობელის და მენეჯმენტის ცვლილების გამო შოთა არველაძე „ქასიმფაშაში“ აღარ იმუშავებს.
ქართველი მწვრთნელი ახალ მმართველ ბორდს ხვალ შეხვდება და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაწყდება“, - წერს Geo Team-ი.
🎥 „ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, ეს სისხლში და გენში გვაქვს...“ - ლაშა ბექაური