ოთხი კანონი, რომელიც ხსნის, თუ რატომ ვერ ცვლი ჩვევებს.
ჯეიმს ქლიერმა თავის წიგნში „ატომური ჩვევები“ სპეციალური ჩარჩო (framework) შექმნა, ნეირობიოლოგია კი დეტალურად ხსნის, თუ რატომ მუშაობს ის ასე ეფექტურად.
1. სიგნალი - ეს უბრალოდ ტრიგერი არ არის. შენი ტვინი სიგნალზე გაცილებით ადრე რეაგირებს, ვიდრე შენ მას რეალურად გაიაზრებ. ამიგდალა მას წამიერად უკავშირებს ემოციურ მეხსიერებას. შესაბამისად, სანამ შენ რამეს გადაწყვეტ, სხეულს უკვე დაწყებული აქვს მოქმედება.
2. სურვილი - დოფამინი, ოღონდ არა ჯილდოსგან, არამედ მისი მოლოდინისგან. სწორედ ამიტომაა შოკოლადზე ფიქრი ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესი, ვიდრე უშუალოდ შოკოლადის ჭამა. და სწორედ ამიტომაა ე.წ. „კვებითი ხმაური“ (Food noise) ასე დამღლელი - ტვინი „იჭედება“ წინასწარი ტკბობის მარყუჟში, რომელსაც რეალური დანაყრება არასოდეს მოაქვს.
3. რეაქცია - ეს სიზარმაცე არ არის, ეს ბიოლოგიაა. ქრონიკული დისტრესი მთლიანად ფიტავს თვითკონტროლის რესურსს. გადაღლილი ნერვული სისტემა კი ავტომატურად ირჩევს უმცირესი წინააღმდეგობის გზას. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სუსტი ხარ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ გადატვირთული ხარ.
4. ჯილდო - ნებისყოფა კორტიზოლის ზემოქმედების ქვეშ არ მუშაობს. როდესაც დისტრესი ქრონიკულ ფაზაშია, ტვინი ვეღარ ასხვავებს ემოციურ და ფიზიკურ შიმშილს. ჯილდოსა და წახალისების სისტემა, ფაქტობრივად, გატეხილია და აქ არანაირი ტრადიციული რჩევა, როგორიცაა „უბრალოდ, თავი ხელში აიყვანე“, აღარ ჭრის.
ქლიერი წერს, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ნეირობიოლოგია გვიხსნის, თუ რატომაა ეს ასეთი რთული.
ფსიქონუტრიციოლოგია კი გვასწავლის, როგორ დავინახოთ ის ემოციური, ფიზიოლოგიური და ქცევითი მექანიზმები, რომლებიც ხშირად კვების მიღმა დგას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თქვენი ფინანსური წარმატების ფერები ივნისში - ფენშუის სპეციალისტის რჩევები