Digest Logo

„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

1751614241
გოგიჩაიშვილი შვილთან ერთად

ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი „გოგიჩასა“ და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია.

ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.

დღეს კი, „გოგიჩას“ გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა და იგი მამის შესახებ ემოციურ ტექსტს აქვეყნებს.

„პატარა მამა ...

როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის როგორ ჯიუტად არ მინდა არც ერთი წამი უშენოდ?! მაკლიხარ და მიყვარხარ უკიდეგანოდ.

არსებობდა კაცი, რომელზეც წიგნებში იწერება, რომელსაც ხშირად გამოგონებულ პერსონაჟსაც კი ამსგავსებდნენ და ის კაცი ჩემი პაღუნიაა“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვეფხისტყაოსანი დოლზე - გაიცანით მამუკა სამხარაძე კაცი, რომელიც ბგერების მაძიებელია

⭕ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - „როდის გაგვაცნობ“