არტისტი და ხელოვანი მამუკა სამხარაძე განსაკუთრებული შემოქმედებითი გზითა და ინტუიციაზე დაყრდნობილი მიდგომით გამოირჩევა. იგი ბგერების მაძიებელია - მუსიკა, პოეზია და მოძრაობა მისთვის ერთიან ხელოვნებად იქცა.
მის შესახებ სიუჟეტი გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა.
მამუკა იხსენებს, რომ ერთ-ერთმა მოგზაურობამ ინდოეთში გადამწყვეტი გავლენა იქონია:
„შევიძინე დოლი და მივხვდი, რომ შემეძლო დამეკრა. როცა საქართველოში დავბრუნდი, გამახსენდა ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნიდან, რომლებიც სამხატვრო აკადემიაში გავაკეთე და შემდეგ მივხვდი - ვეფხისტყაოსანზე შეიძლებოდა ამღერება და აცეკვებაც. ასეთი ქმედებები ინტუიციაზეა დამყარებული. თავიდან არ იცი რას აკეთებ და თანდათან ხვდები“, - ამბობს მამუკა სამხარაძე.
სამხარაძე კლასიკურ ქართულ ტექსტებს {როგორიცაა ვეფხისტყაოსანი} თანამედროვე არტისტული ენით აერთიანებს - მუსიკით, მოძრაობით, სახვითი ხელოვნებითა და რიტმით.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - „როდის გაგვაცნობ“
⭕ „რომელი ავარჩიე აბა თუ გამოიცნობთ?!...“ - ორსული ქეთი ხატიაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს