Digest Logo

„პატარა შვილი დაგტირის მამიკო მინდაო და რა ვუთხრათ, როგორ გავაგებინოთ, რომ ვეღარასოდეს გნახავს?“ - სალონიკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

1691471153
გარდაცვლილი ემიგრანტი

სალონიკში ქართველი ემიგრანტი ვალერი ხუროშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილსაც აქვეყნებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი სალონიკში, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ვალერი ხუროშვილი.

შენი 6 წლის პატარა ემიგრანტი შვილი გიორგი დაგტირის მამიკო მინდაო და რა ვუთხრათ, როგორ გავაგებინოთ რომ ვეღარასოდეს გნახავს?

როგორ ზრდიდი და უვლიდი შენს გიოს შენთან ერთად, ვერ ძლებდი მის გარეშე ახლა რა ეშველება უშენოდ? სულ მარტო დარჩა სალონიკში მამიკოს გარეშე. ცხარე ცრემლით დაგტირიან სალონიკის ემიგრანტები, ჩვენო უკეთილშობილესო სიკეთის ბიჭო.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. 15 წლიანი ემიგრაციიდან კასპში შენს მშობლიურ სოფელ ოკამში ასე უნდა დაბრუნებულიყავი შენს შვილთან ერთად?  
უკარგესი უკეთილესი ადამიანი ...გთხოვთ, მოვიხსენიოთ ლოცვებში ვისაც შეგვიძლია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი , იავარდი შენ სპეტაკ სულს. 

ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.
კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს.

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ...

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემს მეზობელს გული გაუჩერდა, 45 წთ-ის განმავლობაში არ გაჩერდა. ომი ჰქონდა სიკვდილთან ჩვეულებრივი და აჯობა!“ - ემოციური ამბავი პოლიციელზე

🎥 „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის შვილის ქორწილია. თქვე უტიფრებო და უნამუსოებო, ჭიქას ჭიქაზე ურტყამთ, 16 ადამიანია მიწის ქვეშ მომწყვდეული“ - მანუჩარ რიჟვაძე

„ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ, მშვიდად განისვენე მეგობარო“ - ოთო ნემსაძე შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გიორგის ემშვიდობება