Digest Logo

„პატივია, რომ ჩვენი პატარა, უწმინდესი შიო III-ის ნათლული გახდა“ - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა უმცროსი ქალიშვილის ნათლობის ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

1795545987
ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა გამომწერებს ხშირად უზიარებენ ოჯახურ კადრებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, რაც ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. ამჯერად წყვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც უმცროსი ქალიშვილის, ქეთოს მონათვლის დღეს არის გადაღებული.

როგორც ლიზა ჩიჩუა გამოქვეყნებულ კადრებს ურთავს, ეს დღე მათი ოჯახისთვის განსაკუთრებული მადლი და პატივია, რადგან პატარა ქეთო უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ნათლული გახდა:

„ჩვენი ქეთოს ნათლობა. დიდი მადლი და პატივია, რომ ჩვენი პატარა უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ნათლული გახდა. უღრმესი მადლობა მამა შალვას და მამა საბას ნათლობის წმინდა საიდუმლოს ასეთი სითბოთი და სიყვარულით აღსრულებისთვის! დიდი მადლობა ჩვენს ნათლიებს, რომლებმაც ეს დიდი პასუხისმგებლობა სიყვარულით იკისრეს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთადერთ და განუმეორებელ მეგობარს ამ საოცარი კადრებისთვის!“, - წერს ლიზა ჩიჩუა.

ახალ ფოტოებზე პატარა ქეთოს მნიშვნელოვანი დღეა ასახული, თუმცა ირაკლი და ლიზა ამ ეტაპზე ბავშვის სახის ჩვენებისგან კვლავ თავს იკავებენ. ნათლობის ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი სითბო და ინტერესი გამოიწვია - წყვილმა გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას სამი შვილი ჰყავთ - უფროსი ვაჟი გიორგი, ქალიშვილი ნინა და უმცროსი გოგონა ქეთო, რომელიც ოჯახს 2026 წლის ივნისში შეემატა.

ფოტოები:📸

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @lizachichuaa

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აღარ ვიბრუნებ იმ 14 წლის ადამიანს, სიყვარულს... აფრენს, ჭკუიდან არის გადასული, უარესად ვუყვარვარ“ - გია სურამელაშვილის გულახდილი ინტერვიუ

🎥 „ხმამაღლა თქვი...“ - როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 24 ნოემბერს: თაკო მელიქიშვილის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

⭕ „ტირილს ხომ არ დავიწყებ?“- ლუის ენრიკე დუეს და კვარას ტრავმას გამოეხმაურა

✕