
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას უახლესი ამინდის შესახებ პერიოდულად უზიარებს ინფორმაციას.
ამჯერად იგი მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდი.
ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ინტენსიურად ხდება გადმონაცვლება გრილი და ნოტიო ჰაერის მასების, რომელიც არა და არ გვტოვებს და მზიანი დღეები მოგვენატრა.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში - სანაპირო კურორტებზე პერიოდულად ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ბარში კი ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი და ჯერჯერობით არ დაგვითბება“, - წერს კობა ფარტენაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზურა წერეთელმა დაბადების დღე გადამიხადა კაზინო „კრისტალში“ - რას წერს ზალიკო ბერგერი?