Digest Logo

„პირდაპირ ვამბობ! ეს კანონი თუ ბოლომდე გავიდა, ამ ქვეყანაში აღარასდროს შეიცვლება ხელისუფლება! ქვეყანას აღარ ეყოლება მეგობარი, გარდა რუსეთისა...“ - რას წერს კახა ურიადმყოფელი

1678266402
 კახა ურიადმყოფელი

სამართლის დოქტორი კახა ურიადმყოფელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და „რუსული კანონის“ შესახებ წერს.

👉„ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად... საით მივდივართ?“ - ნანა მახარაძე

მისი თქმით, თუ ეს კანონი ბოლომდე გავიდა  ქვეყანა უბრალოდ აღარ იარსებებს.

„მთელი ცხოვრებაა პარლამენტთან ვმუშაობ, მთელი ცხოვრებაა ამ საკითხებს ვიკვლევ და ვასწავლი. პირდაპირ ვამბობ: !!!
ეს კანონი თუ ბოლომდე გავიდა ამ ქვეყანაში აღარასდროს შეიცვლება ხელისუფლება!

ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს - ლექტორები, მეცნიერები, სამოქალაქო აქტივისტები - ვიქცევით პრობაციონერებად და მოგვიწევს პროკურატურაში აღრიცხვაზე სიარული!

ვინც ამას არ იზამს, ყველას დაგვიჭერენ!

დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი სიტყვა - ჩაითვლება ანტიქართულ საქმედ და დანაშაულად!

ბევრი ამას ვერ გაუძლებს და მით უმეტეს ახალგაზრდებისგან სრულად დაიცლება ქვეყანა!

დარჩება მხოლოდ მდიდარი ხელისუფლება და გაღატაკებული მოსახლეობა, რომელსაც ყოველდღიურად სანახაობას გადმოგიგდებენ საკვებად - თქვენს თვალწინ დასჯიან „ეკლესიის მაგინებლებს“ და ეს იქნება ის მაქსიმუმი „სიკეთე“ რასაც ამ ქვეყანაში ოდესმე იხილავთ!

ქვეყანას აღარ ეყოლება მეგობარი, გარდა რუსეთისა, ბელარუსისა და თურქმენეთისა! ამ კანონით დაიწყო რუსეთში თავისუფალი ადამიანების განადგურება და ტირანიის დამყარება!

მხოლოდ ის ხელისუფლებები იღებენ ასეთ კანონს, რომლებიც მთელი ცხოვრება აპირებენ ძალაუფლებაში ყოფნას!
მოგმართავთ იმ უფროს თაობას, ვინც ალტინფოს, ობიექტივს, იმედს და პოსტტვ-ს უზიხართ დღედაღამ - თქვენ გატყუებენ! გამიზნულად გაძულებენ ახალგაზრდა თაობას და ევროპულ ღირებულებებს, რადგანაც სწორედ თავისუფალი და ევროპული ღირებულებების მქონე ახალგაზრდები არიან პირველი საფრთხე და მტერი კორუმპირებული ავტორიტარული რეჟიმების! ეს არ არის გარყვნილი თაობა, ეს არის თავისუფალი და პატრიოტი თაობა! არცერთ ქვეყანას არ ექნება მომავალი ახალგაზრდების გარეშე, ამიტომ გარყვნილები არიან თავად ისინი, ვინც ახალგაზრდებს ებრძვის!

განსაკუთრებით მინდა იმ ადამიანებს მოგმართოთ, ვისაც ნაცების სიძულვილის გამო გიჭირთ ხმის ამოღება - ბევრი ვერ შემედრებით წინა რეჟიმთან ბრძოლაში. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენს იმედად კლავენ დღეს ამ ქვეყანას, თქვენი იმედით აპირებენ სამუდამოდ ძალაუფლებაში ყოფნას და ამ ქვეყნის მითვისებას. ამიტომ გთხოვთ, გადააბიჯეთ ამ სიძულვილს, ჭირსაც წაუღია წარსული, ეს ქვეყანა უბრალოდ აღარ იარსებებს თუ ეს კანონი ბოლომდე გავიდა!“, - წერს კახა ურიადმყოფელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⬇️

🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔘„ამხელა გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა ყურადღებას იქცევს და და ამ დროს გაზით და ჭავლით ევროპული ღირებულებების დასაცავად გამოსული ახალგაზრდების დარბევა…“ - თამუნა თანდაშვილი

🔘რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები