Digest Logo

„პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხსენე, რამდენი დაწყევლე“ - გიორგი ჯაჯანიძის ემოციური მიმართვა

1790196809
გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანურ ურთიერთობებზე, პატიებაზე, ღალატზე, შურზე და სიკეთეზე წერს:

„არ იჩქარო სიხარულში, ირგვლივ ბევრი სრიალა ქვაა.

სხვას რომ აჯობე, არ ნიშნავს თავი ქუდში გაქვს.

ვერასოდეს ვერ იქნები სხვის ჯიბრზე კარგად. მტრის ჯინაზე რომ გინდა კარგად იყო, ძალიან ცუდი დასასრული აქვს ამას.

პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხსენე რამდენს შეაგინე დედა.

პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხსენე რამდენი დაწყევლე.

ხშირად გაიხსენე, ვის ატკინე გული და ვინ განიკითხე.

მტრის ჯიბრზე, რომ კარგად გინდა იყო, ცუდი დასასრული აქვს ამას.

სიყვარული არ არსებობსო, ამტკიცებდა წყვილი.
მერე ერთმანეთი შეუყვარდათ და საბოლოოდ შეიძულეს სიყვარული.

არავისი აღარ სჯერავს, ეშინია კიდევ უღალატებენ.
ის კი არ იცის, ღალატი წესია დედამიწაზე.
სულ რომ მარტო დარჩე, ბოლოს საკუთარ თავს უღალატებ აუცილებლად.

ზღვა როცა ღელავს, ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს და ნაგვით ივსება.

ადამიანი როცა ბოროტია, თავის თავს ანგრევს, მომავალს ინადგურებს და ნაგვით ივსება.

მე ადამიანები აღარ მეცოდებიან, მე მათ თანაუგრძნობ.
სიმშვიდეს გისურვებთ.
ყველაფერი დროებითია. ეს ისე, მაინც შეგახსენე.

ფულით სიცოცხლე არ იყიდება.

ცხვარს ყიდულობენ ღმერთს რომ შეწირონ.
ღმერთს არ უნდა შენი ცხვარი, ღმერთს უნდა, რომ შენ მოსიყვარულე იყო, მიმტევებელი და ღვთისნიერი.

თუ მიტევებას ვერ შეძლებ, მაშინ ვერაფერს ვერ შეძლებ.

იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა.
იცხოვრე ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ.
მხოლოდ ერთი რამე გახსოვდეს, მოკვდავი ხარ და ცხოვრება ზუსტად ისე მოგექცევა, როგორც შენ მოექეცი მას.

რა ბედნიერებაა უანგაროდ რომ უყვარხარ ადამიანებს,
ისე უბრალო სიყვარულით, არაფერს რომ არ მოელიან შენგან, არაფერი რომ არ უნდათ შენგან“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმ საერთო საცხოვრებლიდან ადამიანებმა უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიეს, ჰუმანიტარული დახმარებისგან წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ, ჩემი კულინარიის სიყვარულიც აქედან მოდის“ - ლიკა კვარაცხელია

🎥 „სოხუმიდან მარტო წამოვედი, მამამ ტრაპზე შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია

⭕ჯადოსნური მზის ჩასვლა საბერძნეთიდან - თაკო ჩხეიძე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს