„თბილი თათები/ ძაღლების სასტუმრო“ სოციალურ ქსელში პატარა ცუგას ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ადამიანებმა პირში განზრახ ჩაუდეს პიროტექნიკა და აფეთქების შედეგად ძაღლმა ცხვირი და პირის წინა ნაწილი დაკარგა.
„გაიცანით, ეს არის ხრუპი, ხრუპის არ აქვს ცხვირი და პირის წინა ნაწილი, სავარაუდოდ მას პირში აუფეთქეს ასაფეთქებელი. ძალიან რთული მდგომარეობა გადალახა კარგი ადამიანების დახმარებით და ახლა ის ჩვენთან ბინადრობს.
მოგიწოდებთ, რომ არ გამოიყენოთ პიროტექნიკა - ფეიერვერკი და სხვადასხვა ასაფეთქებელი, რადგან სწორედ ამის გამო - გული უსკდებათ ჩიტებს და იღუპებიან, ეშინიათ ძაღლებსა და კატებს, ისტრესებიან და გულის შეტევები ემართებათ, ხშირად პატარა ტანის ძაღლები და ცხოველები იღუპებიან.
ბინძურდება ჰაერი, რომელსაც სწორედ თქვენ სუნთქავთ, თქვენი შვილები, შვილიშვილები და ის ხეები, რომლების დამსახურებითაც თქვენც და თქვენს ოჯახებს ჟანგბადი გაქვთ.
დააკავშირეთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მიხვდებით რომ ასაფეთქებლების და ფოიერვერკების გამოყენებით აყენებთ ზიანს ყველას თქვენს გარშემო და საკუთარ თავს. განსაკუთრებით როცა 31 დეკემბერს ღამით ათასობით და ათი ათასობით ადამიანი აფეთქებს ფოიერვერკს წარმოიდგინეთ რა სიმძიმის ზიანი ადგება გარემოს და ბუნებას, რომელიც თქვენ გაცოცხლებთ.
სულ რაღაც 1 საათში მიყენებული ზიანის გამოსწორებას ბუნება წლებს ანდომებს და ვინაიდან ეს ზიანი გამუდმებით მეორდება და ემატება, საბოლოოდ გამოსწორება ვერც ხერხდება. თქვენ კავშირში ხართ ბუნებასთან, მიუხედავად იმისა გიფიქრიათ ამაზე თუ არა. ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ და დღეს ორი არჩევანი გვაქვს - ან გავაგრძელებთ გზას რომელიც ზიანს აყენებს სასიცოცხლო გარემოს ან ავირჩევთ გზას რომელიც ჩვენს სასიცოცხლო გარემოს გააჯანსაღებს და გაგვაჯანსაღებს ჩვენ.
არჩევანი თქვენზეა, და მხოლოდ თქვენზე! თუ გაუფრთხილდებით ბუნებას ის გაგიფრთხილდებათ თქვენ, თუ ზიანს მიაყენებთ ზიანი მოგადგებათ თქვენც და არამხოლოდ თქვენ, ყველა ადამიანს და ცხოველს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეტროს ვაგონებს შორის დგას და სიგარეტს ეწევა“ - რა კადრები ვრცელდება თბილისიდან