სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს.
როგორც იცით, მანგო უკრაინაში მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა და სიახლეებს ყოველდღიურად აზიარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერვე დღეა უკრაინაში ვარ, დღეს პირველად გავაცნობიერე, რომ ომში ვარ. დავემშვიდობე ბიჭებს და კაცებს, რომლებიც ძმებივით და მამებივით შევიყვარე.
დავემშვიდობე და ძლივს შევიკავე ცრემლები მათთან ჩახუტებისას. ვფიქრობდი რა მედო ჯიბეში, რომ მეჩუქებინა - რა იქნებოდა მათი გულის საამებელი, თუმცა ვერაფერი ვაჩუქე…
მერე ხუმრობით ვუთხარი ერთ ძმას, თირკმელს გაჩუქებ, სხვა არაფერი მაქვს-მეთქი. ვიხუმრერთ, ვაცინე და მერე შემოახტნენ მანქანის საბარგულს და წავიდნენ მწკრივად.
ვცდილობ, სულ ვიხუმრო, ათას სისულელეს ვროშავ, რომ არ ჰქონდეს სევდის და წუხილის განცდა რომელიმეს, თუმცა გულისთვის გამანადგურებელი ემოცია იყო ეს დამშვიდობება.
ეს კაცები ამბობენ შვილებს ვიცავთო, მათი შვილები კი საქართველოში ელოდებიან მამებს. უკრაინაში იცავენ ისინი შვილებს!
დიდება გმირებს!
ჩემს ბაჯაჯღანებს“,- წერს მანგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით“ - თინა კანდელაკი
🔵პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook