Digest Logo

პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook

1646976871
ცუკერბერგი

მეტა პლატფორმები Facebook-ისა და Instagram-ი სიძულვილის ენის პოლიტიკას ცვლის. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, კორპორაცია Meta სიძულვილის ენის გამოყენებაზე დროებით და ნაწილობრივ ხსნის შეზღუდვებს.

ზოგიერთ ქვეყანაში უფლება ექნებათ სიძულვილის ენით მოიხსენიონ რუსი სამხედროები და ასევე, პუტინი და ლუკაშენკა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ Meta-ს პოლიტიკის დროებით შეცვლა გავრცელდება სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ესტონეთზე, საქართველოზე, უნგრეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე, პოლონეთზე, რუმინეთზე, სლოვაკეთზე, უკრაინასა და რუსეთზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში ნებადართული გახდება პუტინისა და ლუკაშენკასთვის სიკვდილის მსურველთა პოსტები.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵მარიამ გეგუჩაძეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა

🔵„ღიპიანმა ქალებმა არ ჭამოთო, უფრო მეტიც, ხაზი გადაგვისვა... რას ჰგავს ეს საქციელი? ეს არაა მარკეტინგი“ - რამ გააღიზიანა სოციალური ქსელის მომხმარებლები

🔵VIDEO: „ამ ექიმმა ამშობიარა ახალგაზრდა ქალი უკრაინიდან პოლონეთის საზღვარზე“ - რა კადრებს ავრცელებს ნათია ჭკუასელი

წყარო: fortuna.ge