
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.
რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად იგი გამომწერებს შვილის უთბილეს კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
„პირველი ინტერვიუ ზუკასთან“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.
კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„მე მარტო „ქეთო დეიდა მომენატრა“ გავიგე და შენი არ ვიცი“,
„ვაიმე არ გავგიჟდე ახლა“,
„როგორი საყვარელი და თბილია ზუკა“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე, შარმი და ელეგანტურობა ერთ ადამიანში...“ - თიკა ფაცაციას ფოტოები სოცქსელს იპყრობს