
ქართველი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა. იგი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოგადად, მედალი მოიპოვა.
მის გამარჯვებებში დიდი წვლილი მის მეუღლეს, ასევე ძიუდოისტ თემო ნოზაძეს მიუძღვის.
ამჯერად ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
„მადლობა უფალს, რომ ამ გამარჯვებამდე მომიყვანა.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მწვრთნელებს სამედიცინო პერსონალს და მთელ ჩემს გუნდს – ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა.
მადლობა საქართველოს – თქვენი ძალა იყო ჩემში.
დღეს მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამ ტიტულს ყველა ქართველთან ერთად ვატარებ.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის – ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს ეთერ ლიპარტელიანი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სახლში რამეს თუ ვერ პოულობენ, ფიქრობენ რომ გიორგიმ აიღო...“ - ფეხბურთელები „მაფიაში“
🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები