Digest Logo

„პირველი ქმრის მეორე ცოლმა მომწერა, რომ ისიც მიატოვა და ორი ბავშვით მარტო დარჩა... ყველა ჭრილობა განმიახლდა და თითქოს მარილს მაყრიან იმ ჭრილობებზე“ - ცისნამი საყვარლიშვილი

1728802581
ცისნამი საყვარლიშვილი

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა. ახლა ის ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა, თუმცა მის ცხოვრებაში შვილთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც მას ძალიან აწუხებს.

ცისნამიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ მის ერთადერთ შვილს ართმევენ. 

ქართველი ემიგრანტი ახლა მისი პირველი ქმრის მეორე ცოლზე წერს:

„საქართველოში ქალებს ქალების მიმართ ნული ტოლერატობა აქვთ. არ შეუძლიათ და არ გამოსდით ქალური სოლიდარობა. ნუ ყველას არა, მაგრამ უმრავლესობა ასეა. მინდა მათაც გავუგო, რადგან ქალი ძალიან რთული არსებაა. თავად ქალი ვარ და კარგად ვიცი თვეში ერთხელ რა ჯოჯოხეთს გავდივართ, როგორ იტანჯება და ისტრესება ჩვენი სხეული. თითქოს ღმერთისგან დაწყევლილები ვართ, აკრძალული ხილის ჭამის გამო.
ქალის ტვინში ყველაფერი ერთნაირად ტრიალებს. ქალს ქალური წესის დროს არ შეუძლია საკუთარი ემოციების სწორად მართვა.

ბევრი მათგანი იტანჯება PMS-ით და ამაზე არ საუბრობენ, საკუთარ თავს ვერ ან არ შველიან.
ვინაიდან მეც ქალი ვარ და იგივე გზას გავდივარ, ამიტომ გულზე არ ვიხვედრებ თქვენს ბოროტ კომენტარებს ქალებო. ეგრევე ვიცი ვინ რა პერიოდს გადიხართ. თქვენი ერთი კომენტარია მაგის მხილელი.

ჩვენ თუ ჩვენს თავს არ ვუშველეთ სხვა არავინაა ჩვენი მშველელი. ჩვენ ვიღებთ ყველა პასუხისმგებლობას თავზე. ჩვენ ვაჩენთ შვილებს, ვუვლით ქმარს და ოჯახს და ყოველდღიურ რუტინაში ყველაფერი ჩვენს თავზე გადადის. იქნებ ვისწავლოთ ერთმანეთისთვის შვების მიცემა, გვერდში დგომა და არა ბოროტებით სავსე კომენტარების წერა.
გარდა მაგისა, ტყუილების დამატება.

წლების წინ ჩემი პირველი ქმრის მეორე ცოლმა სოციალურ ქსელში მომწერა, რომ ისიც მიატოვა ამ კაცმა და ორი ბავშვით მარტო დარჩა. ეს ამბავი მისგან გავიგე. არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა რა ხდებოდა. როგორ ჩადო ბინა ბანკში და ამერიკაში წავიდა. როგორც ქალი საშინლად შევწუხდი და გული მეტკინა. ზუსტად იგივე ტკივილები განმიახლა, როცა მე ორი თვის ბავშვით, ახალნამშობიარები გამაგდეს ქუჩაში.

იმდენად შევწუხდი ამ ქალის მდგომარეობით, რომ ხშირად ვკითხულობდი მისი შვილების ანუ ჩემი შვილის ნახევარი ძმების ამბავს. ირაკლისაც ვთხოვდი ხოლმე, რომ ზაფხულობით თბილისში რომ ჩადიოდა ისინი ენახა. ალექსანდრეც სულ ხელს უწყობდა მათ ურთიერთობას. ირაკლი თავის გამზრდელ ბებიას უჯერებდა და თუ ის ეტყოდა არას, მათ არ ნახულობდა.

დავუბრუნდეთ ჩემი ყოფილის მეორე ცოლს. ეს ქალი მე წლების განმავლობაში თანხას მთხოვდა. ახლა მიგზავნიან სქრინებს სადაც ეს ქალი საშინელებებს წერს ჩემზე და ალექსანდრეზე. ამ ქალთან ჩემს შვილს არანაირი შეხება არ აქვს. მე ამ ქალის ტკივილი წლების წინ გულთან მივიტანე, მოვუსმინე, ვანუგეშე.

მე ვცხოვრობ ქმართან და მისნაირად არასრულწლოვან შვილებს საყვარელი არ დავუსვი სახლში!
მე თუ კიდევ არ ვარ კარგი დედა, ეს მე მომეკითხება და სხვა არავის. ყოველთვის ვცდილობდი, რომ სიმართლე დაენახა ჩემს შვილს, მაგრამ მას სიმართლის მიღება არ უნდა.

ჰოდა ყველას ჩვენი მოგვეკითხება და თუ მე ვისჯები ჩემი შეცდომებისთვის, დაე დავისაჯო.

ერთი რამ ვიცი, რომ კარგი ადამიანი ვარ, კეთილი გული მაქვს და ბოროტებას არასდროს არ გავიკარებ.
ჩემი შვილი როცა გაიზრდება, საკუთარი ოჯახი ეყოლება, შვილები გაუჩნდება მერე გაიგებს დედის ფასს. მანამდე მე ცუდი დედა ვიქნები. მერე მიხვდება რამხელა ტკივილი მომაყენა. მამამისმა რაც დამაკლო თვითონ დამიმატა. ყველა ჭრილობა განმიახლდა და თითქოს მარილს მაყრიან იმ ჭრილობებზე.

კარგი ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი გადავრჩები. მე ამ ტკივილებსაც ღირსეულად დავძლევ. ამ ჯოჯოხეთიდანაც ამოვალ.

ქალებო, გთხოვთ, ისწავლეთ ქალური სოლიდარობა და ერთმანეთის შეყვარება. თქვენმა ერთმა ტკბილმა სიტყვამ შეიძლება სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. მე მიჩვეული ვარ რომ ჩემზე ცუდს წერენ და რას აღარ იგონებენ. მე მაინც არ შემცვლის ამდენი ნეგატივი. მე მხოლოდ სიყვარულს ვირჩევ ცხოვრების თანამგზავრად.
ყველანი მინდა რომ კარგად იყოთ“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ემოციურად არასტაბილური და საკმაოდ შფოთვითი დღეა, სხვადასხვა უსიამოვნო ემოციები და წინათგრძნობები გექნებათ“ - 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი

⭕🎥 „დადუმებული და დამუნჯებული ვარ, სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ...“ – რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი