Digest Logo

„პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ...“ - ნუკი კოშკელიშვილის რჩევები მათ, ვინც მეორე შვილს ელოდება

1768041421
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი  22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა.

ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.

ნუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და რჩევები გაუზიარა მათ, ვინც მეორე შვილს ელოდება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი 7 წლის ბავშვი ასეთი გაგებით და სიყვარულით თუ დახვდებოდა ახალი ოჯახის წევრს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მშობლების მხრიდან სწორი რაღაცების გაკეთება პირველ ეტაპზე.

ჩვენ რამდენიმე რამ გვირჩიეს, თუ თქვენს ელოდებით მეორე ბავშვს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.
1. პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ, პირველი შეხვედრისას უფროსმა ბავშვმა არ უნდა დაინახოს პატარა დედის ხელში, ეს იწვევს ცუდ ასოციაციას და შოკს.
2. აუცილებლად აგრძნობინეთ უფროს რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომც ტიროდეს პატარა და რაღაც გთხოვოთ უფროსმა, აუცილებლად მიხედეთ, ცოტა ხანში თავად გეტყვით მერე მომხედე ხომ ხედავ ტირის ბავშვიო.
3. აუცილებლად მოიმარაგეთ საჩუქარი უმცროსი ბავშვისგან უფროსისთვის. სამშობიაროდან დაბრუნებისას უთხარით რომ ეს საჩუქარი პატარამ მოუმზადა, ეს იწვევს მომენტალურ პოზიტიურ ასოციაციას.
ეს სამი ძირითადი რჩევაა რაც ყველა ექიმმა და ფსიქოლოგმა გვირჩია. მე მგონია რომ ძალიან კარგი რჩევებია, გამოგადგებათ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი. 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ გაბედოთ და არ მიიღოთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი თვითნებურად ან ძმაკაცის რეკომენდაციით“ - რას წერს ლევან შელეგია

🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„ზრდასრული მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს ქალში არა მხოლოდ საყვარელი, მან უნდა იპოვოს მასში ცოტაოდენი დედობრივი მზრუნველობა და დის ერთგულება, ეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნებისმიერი ტანსაცმელი ან პლასტიკა“ - რას წერს ნათია ზარანდია