საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ ერთ-ერთი გასართობი შოუ საქართველოს დღევანდელ რეალობას ასახავს, სადაც თამაშის ნაცვლად სულ ჩხუბობენ.
„ამ კვირაში ბოლო ეგზისტენციალური პოსტია.
პრაიმ ჰაუსი არის ზუსტი ანალოგი ქართული ყოველდღიურობის.
ან გაერთეთ, ან იღადავეთ, ან ისიამოვნეთ, ან რამე შექმენით, ან რამე ღირებულებაზე ილაპრაკეთ.
არა ჩხუბი, რაზბორკა, რაზბორკა, რაზბორკა, ჩხუბი, ჩხუბი, ჩხავილი და ჩემი დედაშევეცები.
ხალხი სათამაშოდ შევიდა და რატო თამაშობ და კაცობა და მეობა და ავოეეე.
და დაქალობები და ქალური სოლიდარობები.
მე აშკარად ინტენსიური მაყურებელი ვარ“,- წერს თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: