ქალაქ ირპენის მერიამ, გამოყო ადგილი, პუშკინის სახელობის სკვერი, სადაც მოეწყობა მემორიალური სკვერი და უკრაინა ქართველი მეომრების სახელს დაარქმევს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
„ამდენი უბედურების შემდეგ ერთი კარგი ამბავიც მოგიტანეთ!
ერთწლიანი თავჩაუხრელი შრომა დაგვიფასა ქალაქ ირპენის მერიამ, გამოყო ადგილი და დაგვიმტკიცა პროექტი!
გადაწყდა, პუშკინის სახელობის სკვერის ადგილას მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ, უკრაინა კი მას ქართველი მეომრების სახელს დაარქმევს!
სკვერის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ ირპენის ბრძოლების დროს, შარშან ქარველ მეომრებს ( ირაკლი ოქრუაშვილი, Nadiradze Vano, Guram Chalagashvili, Romeo Pharulava) გაუჩნდათ, მაშინ როცა იქ პირველი მებრძოლები მოგვიკლეს.
სამუშაოები შემდეგ კვირაში დაიწყება და 2 თვეში დასრულდება! ჰო, 60 დღეში ჩაგაბარებთ სკვერს, რომელიც დარჩება საუკუნო ნიშნად თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველთა თავდადებისა, ნიშნად უსაზღვრო სიყვარულისა და ძმობისა!
სკვერში დატანილი იქნება QR კოდები, რომლებიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ გვერდზე (სულ მალე მზად იქნება) გადაგიყვანთ. იქ კი ამომწურავი ინფორმაცია იქნება ჩვენს გმირ ბიჭებზე, უკრაინისა და საქარველოს საუკუნოვან ძმობაზე! იდეის განხორციელებისას დავეყრდენით რადიო თავისუფლების უნიკალურ პროექტს: “უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები”, რომელიც ომის დაწყებიდან დღემდე აგროვებს ამბებს და ფაქტებს ფრონტის წინა ხაზზე დაღუპული ქართველების შესახებ. პროექტი ასახავს როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქე მებრძოლების ისტორიებს.
სკვერში დაიდგმება ქართველი მებრძოლების მემორიალი, აღიმართება ქართული და უკრაინული დროშები.
სკვერში მოეწყობა სათამაშო მოედანი ბავშვებისვის (მეზობლად 2 საბავშვო ბაღია და შუადღეს ისინი ჩვენს მოწყობილს სკვერში ითამაშებენ)! პრეოქტზე valishviliarchitects-ის საოცარმა გუნდმა იმუშავა
სკვერის მოწყობის ღირებულება რამდენიმე კომპანიას დავთვლევინეთ და ის ყველა ფასდაკლებებით და მეგობრობით 94,800$ დაჯდება!
გადახედეთ პოსტს კიდევ ერთხელ, წარმოიდგინეთ დაღუპული ბიჭების ოჯახებისვის, ჩვენი ქვეყნისთვის რამხელა საქმე კეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩარიცხეთ სასურველი თანხა, უთხარი თქვენს მეგობარს, თანამშრომელს, სამსახურის უფროსს და აუცილებლად გადააზიარეთ პოსტი“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: