Digest Logo

🎥 „ქალი მთელი ცხოვრება რუსეთში მღეროდა, ახლა ევრომონებს უმღერის...კარგია რომ ვეღარ მალავენ ვისი მსახურები არიან...“ - რატომ აკრიტიკებენ ნანი ბრეგვაძეს Open Air-ზე სიმღერისთვის?

1748286907
ნანი ბრეგვაძე

წელს Tbilisi Open Air 24 მა­ისს გა­იხ­სნა. ფეს­ტი­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით დაბ­რუნ­და და 24-25 მა­ისს ტრა­დი­ცი­უ­ლად Lisi Wonderland-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ვლებს ის­მენ­და. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბი გახ­ლდათ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი.

ნანი ბრეგვაძემ და KORDZ-მა ერთად ჩაწერეს სიმღერა, სადაც გოგი ცაბაძის „მთვარეოს“ ასრულებენ. აღნიშნულმა ვერსიამ და თავად ნანი ბრეგვაძის გამოსვლამ Open Air-ის სცენაზე სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია:

„გულახდილად თქვით, ეს მართლა მოგწონთ? ხანდახან ხდება ჩავარდნა და ეს ის შემთხვევა, ქალბატონი ნანი მაქსიმუმს აკეთებს თავის ასაკში, თუმცა კომპოზიციაც გაუგებრობაა. მომიტევეთ ნუ გამკიცხავთ“,

„რატომ ამღერებენ? წავიდა მისი დრო.დარწმუნებული ვარ არ ექნება სიმღერის ამბიცია. რახან ნანია - უნდა ვთქვა რომ მომწონს? არა ბატონებო - ეს არ მომწონს თუმც ნანი მიყვარს“,

„მაგარი სირცხვილია მანდ სიმღერა. ქალი მთელი ცხოვრება რუსეთში მღეროდა და ახლა ევრომონებს უმღერის. რაც ბურჭულაძემ მოიგო მაგას მოიგებს ესეც“,

„მთავარი ის კი არ არის რა ნიჭი მოგმადლა უფალმა, მთავარია რას მოახმარ და როგორ გამოიყენებ. მისი ხმა მისი დამსახურება არ არის ეს უფლის წყალობაა, მთავარია რას იმღერებს და ვის უმღერებს. ისე კი კარგია რომ ვეღარ მალავენ ვისი მსახურები არიან. ჯობია დროზე გაიშიფროს ყველა“, - წერენ კომენტარებში.

 

@tbilisiopenair.2025 ნანი ბრეგვაძე Mian stage-ზე #tbilisiopenair2025 ♬ original sound - tbilisiopenair.2025

 

@kordzmusic mtvareomtvareomtvareo #mtvareo #georgia🇬🇪 #nani #love ♬ original sound - kordz

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და...მკრე­ხე­ლუ­რი იყო...“ - რა მოხდა Open air-ზე?

🎥 „ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთმანეთზე დამოკიდებულის დღე...“ - გიორგი კეკელიძე შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„მომინდა 2000-იანებში...ქობულეთში დედაშენის დაქალებთან ერთად სიმინდი...“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი?