Digest Logo

„ქართულ ბანკს რომ ვიძახი, ქართველი მომსახურე პერსონალი მუშაობს, მანაც რუსულად დაუწყო საუბარი. შენიშვნა მივეცი“ - რას წერს მაია ბაჩანაშვილი

1664429004
მაია ბაჩანაშვილი

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში ათენში არსებულ ერთ-ერთ ქართულ ბანკში გადამხდარ ისტორიაზე წერს. მას კონფლიქტი მოუვიდა ქალთან, რომელიც რუსულად საუბრობდა  და ქართველებს მოუწოდებს, რომ რუსი მოქალაქეები მაქსიმალურად შეავიწროონ. 

„ცოტაც და შემომაკვდებოდა ტაჯიკისტანელი ქაჯი ახლა. 

ათენში ქართულ ბანკში ( ინტელექსპრესი) შევედი. რიგი ჩემზე ადრე ჰქონდა.

მივიდა გზავნილის გასაკეთებლად და ისეთი ჰონორით მიესალმა რუსულად, მიხრჩობა მომინდა იქვე..

მერე კითხვა დაუსვა, ყოველ დღე იმატებს დოლარის კურსიო?
იმან, კიო. ამან ოხ, ეს საზიზღარი ბაიდენიო და აი, აქ დამიბნელდა თვალებში.
რა შუაშია ქალო ბაიდენი -მეთქი, ჩავერიე საუბარში სახეალეწილი და აბა პუტინია შუაშიო? 

პუტინისტი იყო! ქართულ ბანკს რომ ვიძახი, ქართველი მომსახურე პერსონალი მუშაობს.
მანაც რუსულად დაუწყო საუბარი.

შენიშვნა მივეცი, ქართულად რატომ ესაუბრები რუსულად, ბერძნულად ესაუბრეთქო. (ვიცნობ ამ ადამიანს. არაა ცუდი ბიჭი. დევნილია აფხაზეთიდან).

მაშინვე შეცვალა ენა და ბერძნულად დაუწყო საუბარი. ეს ჩათლახი მიხვდა რაც მოხდა და სპეციალურად გააგრძელა რუსულად საუბარი . ხო და მერე მოხდა ის, რაც ყველა ქართველმა უნდა გავაკეთოთ.

გაილანძღა და გაძევდა ბანკიდან!არა ბიჯოს, შევარჩენდი! რატომ ვწერ ამას.??

ასე უნდა მოიქცეთ ყველა.

შეავიწროვეთ როგორც შეგიძლიათ ისე, ასეთ ღორებს არ მისცეთ საშუალება კარგად იგრძნონ თავი.
ბანკის თანამშრომლებს კი მოგიწოდებთ, ნუ ესაუბრებით რაშისტებს ოკუპანტის ენაზე.

ესაუბრეთ ინგლისურად ან ბერძნულად. თუ არც ერთი ენა იციან და არც მეორე, რუსკი კარაბლისკენ შეგიძლიათ გადაამისამართოთ!!!!“, - წერს მაია ბაჩანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „არ შემიძლია ადამიანები სარკაზმში და იუმორში ვამეცადინო, მაგის დრო არ მაქვს...“ - ნინო ჭელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ პოსტზე

„ნინო სველი იღლია გამოიბანე, გთხოვ... ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლამაზი, ჭკვიანი, მოხდენილი და საინტერესო ქალი იყო“ - ნინო ჭელიძეს სტატუსის გამო უპირისპირდებიან

🔘„აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ! ასეთი დაწყნარებული, ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ“ - ლოლა წერეთელი