
მწერალი და საზოგადო მოღვაწე გია მურღულია ქართული ენის გარშემო მიმდინარე საზოგადოებრივ დისკუსიას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართული ენა მარადიული ღირებულებაა და მისი დაცინვა ან შეურაცხყოფა ვერაფრით დააკნინებს ერის ღირსებას.
„სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს.
ჩვენ, ქართველებს, ძალიან „მაგრად“ არ გვაღელვებს, როგორ აღიქვამს მის ჟღერადობას რომელიმე ნაკლებად კულტურული უცხოელი ან ადგილობრივი განდგომილი - ქართული ენა ღმერთის საჩუქარია და ნებისმიერი ჩვენიანი მას ისე ეპყრობა, როგორც ამაღლებულ სიკეთესა და სილამაზეს.
გამოხატვის თვალსაზრისით მისთვის არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“. ის სიყვარულის, ღირსების, თავისუფლების, მშვენიერებისა და სიბრძნის ენაა.
თავს ნურავინ შეიწუხებს ქართული ენის შეურაცხყოფისა და გაქილიკების მცდელობით - წარმავალი ვერასდროს დაამცირებს მარადიულს.
კაცი, რომელმაც ეს იკადრა, ქართველთაგან სახსენებელიც არ არის.
ათასი წლის შემდეგაც ქართველები ქართულად ილაპარაკებენ (სადაც მოუნდებათ, იქ) და იამაყებენ, რომ ღმერთმა მათ ეს ენა არგუნა. მისი დამამცირებლები კი არავის ემახსოვრება“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყოველი ხედვა უფრო ლამაზი ხდება, როცა გვერდით მყავს...“- არუნ ხათრი ფლორენციაში მოგზაურობს