Digest Logo

🎥 „სიყვარულის თემა წინ წამოიწევს...“ - მზე სასწორის ნიშანში, მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი ოქტომბრისთვის

1758864820
მიხეილ ცაგარელი

მზე სასწორის ნიშანში გადავიდა რა ტენდენციებს მოიტანს ის -  აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„დილიდან დადებითი თემატიკა უნდა შემოვიყვანოთ ჩვენს ცხოვრებაში - გაღიმება არ დაგვავიწყდეს. როგორც შეხვდებით დილით, მთელი დღე ისე გაგრძელდება.

23 ოქტომბრამდე გასტანს მზის ადგილმდებარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. ასევე, სასწორს ხვდება მერკური, რომელიც გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტაა. მზე და მერკური, რადგან ორივე სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, ზეგავლენა, რა თქმა უნდა, დიდია. სასწორს ასევე ჰყავს თავისი მმართველი პლანეტა - ვენერა. ყველას ეხება მისი გავლენა, და ამ ერთი თვის განმავლობაში არ გაგიკვირდეთ, რომ სიყვარულის თემა წინ წამოიწევს. შესაძლოა, ადამიანებს სხვა კუთხითაც შეხედოთ.

იშლება ხელოვნების ფართო სპექტრი - მსახიობების, სცენარისტების, მომღერლების დროა, და შესანიშნავი სურათი შეიქმნება ამ უახლოეს ერთ თვეში. ესთეტიკა და ეთიკა წინა პლანზეა წამოწეული.

მზის გადასვლა სასწორში ძალიან კარგია, რადგან ჰოროსკოპში სასწორი და თევზები არიან ყველაზე მშვიდობიანი ნიშნები - ისინი ვერ იტანენ აგრესიას,“ – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი დედამთილია სოფი ლორენი? - „ამ შეკითხვას ადრეც ვუპასუხე და გეტყვით, რომ...“

🎥 „ბავშვობიდან მქონდა სიზმრები, შფოთვები, ვხედავდი რაღაცებს და ვიღაცებს... ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და ნევროზს აბრალებდნენ“ - როგორ გახდა მარიამ ციმინტია ექსტრასენსი