Digest Logo

„ქართული მწვადი მავნებელია, მართლა ზრდის ქოლესტერინს“ - როგორ ვჭამოთ მწვადი უსაფრთხოდ, რას გვირჩევს არუნ ხათრი

1769887980
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართული ერთ-ერთ მთავარ კერძის მწვადის შესახებ წერს.

„ქართული მწვადი მავნებელია, მართლა ზრდის ქოლესტერინს. სიმართლე ასეთია, მარტო ხორცი არ არის ქოლესტერინის ზრდის მიზეზი.

ნამდვილი მიზეზებია: ინსულინის რეზისტენტობა, ქრონიკული სტრესი, პრე დიაბეტური მდგომარეობა, არაჯანსაღი ღვიძლი, როცა ინსულინი მაღალია, ღვიძლი იწყებს მეტი ქოლესტერინის წარმოებას,

სტრესის ჰორმონები ღვიძლს გადაჰყავს გადარჩენის რეჟიმში და სწორედ აქ იწყება პრობლემა.

როგორ ვჭამოთ მწვადი უსაფრთხოდ?

ხორცის წინ მიირთვით ბოსტნეული ან სალათი, ეს ამცირებს ინსულინის მკვეთრ მატებას და იცავს მონელებას. დაიძინეთ დროულად, ღამის ძილი არის ღვიძლის აღდგენის დრო. გვიან დაძინება აზიანებს ცხიმების ცვლას, ჭამის შემდეგ იარეთ 10–15 წუთი, ეს ააქტიურებს კუნთებს და წვავს ზედმეტ გლუკოზას. ცუდი ქოლესტერინი არ მოიმატებს, დამშვიდდით და ისიამოვნეთ საკვებით. ჭამის დროს სტრესი უფრო საშიშია ვიდრე თავად საკვები. ასე რომ, მიირთვით მწვადი, მაგრამ გონივრულად. იცხოვრეთ მშვიდად, იმოძრავეთ ყოველდღე, ისიამოვნეთ ქართული მწვადით შიშის გარეშე“ - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტკბილი მეგობრები და ტკბილი ხმები“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის არაჩვეულებრივი შესრულება

⭕„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕11 წლიანი ოცნება ასრულდა - საქართველოს საზღვაო ისტორიაში პირველი ქართველი ქალი კაპიტნის ცხოვრების ახალი ფურცელი და მთავარი მოტივაცია