Digest Logo

„ქართული ტელესივრცე შიზოიდების, იდეოლოგიური ჩათლახებისა და იმბეცილი „ორიენტირებულების“ სათარეშო ხდება“ - დემურ გიორხელიძე

1650197363
პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე

„უკვე წლებია ამ მარაზმს მას გონებაში ტენის და ძალით თხრის, თურმე, ე.წ. „ყველაზე რეიტინგული ტელევიზია"თავისი მდარე გადაცემებითა და ცრუპენტელა ინფორმაციული სამსახურით, უფრო უარესი და ყალბი ე.წ.„პოლიტიკური ტოკშოუებით", რომელიც ძლივს ქაჩავს გონებასუსტი ადამიანების დონემდე“, - ამის შესახებ ეკონომისტმა  დემურ გიორხელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას ქართველების მენტალური მდგომარეობის შეფასება სთხოვა.

„ქართველის მენტალური მდგომარეობა თავად შეაფასეთ:

ფანტასტიკური კულტურის მქონე ხალხი, რომელიც მყარად უარყოფს ამ კულტურასა და განათლებულობას,
საღი გონებაგახსნილი ახალგაზრდების ქვეყანა, რომელთა დაკნინება და ყალბი დამპალი იდეოლოგიით მოწამვლა ინტენსიურად მიმდინარეობს, საღამოს, საუკეთესო დროს, ტელევიზიებით თურქულ (ან სხვა მარაზმულ) სერიალებს უყურებს, ოხრავს, ვნებებში „იწვება" უსაშველო პრიმიტივიზმისაგან და უგემოვნებისგან.

უკვე წლებია ამ მარაზმს მას გონებაში ტენის და ძალით თხრის, თურმე, ე.წ. „ყველაზე რეიტინგული ტელევიზია"
თავისი მდარე გადაცემებითა და ცრუპენტელა ინფორმაციული სამსახურით, უფრო უარესი და ყალბი ე.წ.
„პოლიტიკური ტოკშოუებით", რომელიც ძლივს ქაჩავს გონებასუსტი ადამიანების დონემდე. აშკარად, სწორედ ასეთებისთვის განკუთვნილი!

ამათზე ნაკლებრეიტინგუული, მაგრამ არანაკლებ მზაკვრული ტელევიზია სტეფან ბანდერას „გმირობებზე"
საუბრობს და „ავტორიტეტისთვის" სტუდიაში მწერალს თუ პოლიტიკურ სერვის-მუშაკს იწვევს, საუბარი რომ
"დამაჯერებელი" იყოს.

მოკლედ, საღამოობით, ქართული ტელესივრცე შიზოიდების, იდეოლოგიური ჩათლახებისა და იმბეცილი „ორიენტირებულების" სათარეშო ხდება:

რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება საქართველოში, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ!

შექმნეს ვირტუალური რეალობა და იქ არიან გადაშვებულნი, საჭყუმპალაოდ! და შედეგი?!

შედეგი სასტიკი იქნება - ნაღდად გამომაფხიზლებელი იმ ქართველებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ რამედ უღირს ეს ქვეყანა, მისი წარსული, მისი კულტურა და ფასეულობათა სისტემა, რომელზედაც ნებისმიერი ხარისხის საღი კონსტრუქციის სახელმწიფოს აგება შეიძლება და მისი განვითარების ორბიტაზე გაყვანა!

30 წელი ეს არ გვინდა - გვინდა საკუთარის ნგრევა და დამპალი იდეოლოგიის მსახურება! მალე თავად ნახავთ, თუ რა უქმად და ფუჭად ჩაიარა ამ 30-წლიანმა ყალბმა ხუნტრუცმა... და მაშინ მაინც მოვიდეს აზრზე მცირე რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს მომავალზე იფიქრებენ და ამისთვის შრომას არ დაიშურებენ!“, - წერს დემურ გიორხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი მღვდლის შებღავლება...“ - რას იხსენებს ბექა ყორშია

🔵„შეყვარებული ვიყავი კატასტროფულად და აღარ მინდა... ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო“ - რატი დურგლიშვილი

🎥 „როგორ დავტოვო ჩემი მეგობარი ომში? ჩვენ დაბომბვის ქვეშ ვიყავით და შიმშილს გადავრჩით“ - მარიუპოლიდან გაქცეულმა უკრაინელმა ბებიამ მამალი თან წაიყვანა