„ღამის შოუს ბენდის“ ახალი წევრი ნინი ყულეჯიშვილი დაქორწინდა. იგი წარმოშობით ქობულეთიდანაა და ქორწილი ბათუმში გადაიხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქორწილო წვეულებას 600 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ცნობილი სახეები.
ქორწილში პატარძალთან ერთად „ღამის შოუს ბენდმა“ და „თეატრალურის კვარტეტმაც“ იმღერა.
ნინი ყულეჯიშვილის მეუღლე თორნიკე ინწკირველია.
წყვილი ბავშვობიდან იცნობს ერთმანეთს, თუმცა მათ შორის სერიოზული, ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მოგვიანებით დაიწყო და, მცირეხნიანი განშორების შემდეგ, საბოლოოდ 2026 წლის 7 ნოემბერს ბათუმში გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.
ნახეთ, კადრები👇


ასევე დაგაინტერესებთ: