Digest Logo

„ქართველი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ ეგუებოდა, რომ დაეკარგა თავისუფლება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1784032940
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქართველი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ ეგუებოდა, რომ დაეკარგა თავისუფლება,
რომელიც ვლინდებოდა ქრისტესადმი ერთგულებაში.
ქართველი ადამიანი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა,
და ეს სახელმწიფოებრიობა იყო გარანტი ჩვენში ეკლესიის არსებობისა.
საქართველო ფიზიკურად წყდებოდა,
და ნადგურდებოდა,
მაგრამ უარს არ ამბობდა თავისუფლებაზე და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე,
იმიტომ, რომ ინტუიციურად გრძნობდა,
რომ ამით ის, თავის თავში ქრისტეს ერთგულებას ინარჩუნებდა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გაიქეცი, ანგელოზი ბავშვი გაჭყლიტე!...ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი“ - რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი

⭕ კვირის მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 13-19 ივლისის კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

⭕„ურთიერთობებში სუფევს აბსოლუტური იდილია“ - 14 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი