საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის ემოციური ვიდეო გავრცელდა, რომელიც ამერიკაშია გადაღებული.
„ქართველი არავინ არ ხართ?! საქართველო ევროპაზე გავიდა, გილოცავთ“,- ყვირის სიხარულით ემიგრანტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ემოციური თამაში იყო, თუმცა ოცნება ავიხდინეთ“ - მამარდაშვილი