Digest Logo

„ქართველი ერისგან გაზიარებული დიდი სიყვარულის გარეშე, ვერაფერს მივაღწევდი ღირებულს! მადლობა ამისთვის!“ - „ბურნუთა“ 67 წლის გახდა

1686041160
ბურნუთა მსახიობი

„ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები?“, „რა კარგია ცხოვრება ამის დედა ვატირე“, თავმჯდომარე არ გამოჩენილა? სად დაიკარგება ხოლმე რა?!“, „თოვლი გიყვარს? - მოვა!“ -  ამ და სხვა დასამახსოვრებელი ფრაზებით ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ მსახიობი - ვახტანგ ფანჩულიძე, იგივე ბურნუთა გვახსენდება. მაყურებელმა მისი პერსონაჟი ძალიან შეიყვარა და ბურნუთას მარგალიტ ფრაზებს დღესაც ხშირად მოისმენთ.

საინტერესოა, როგორ ცხოვრობს ის და რას ნანობს ცხოვრებაში. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ბურნუთა იუბილარია, ის 67 წლის გახდა.

მსახიობი მაყურებელს და თანამემამულეებს ფეისბუკ პოსტში მიმართავს და მადლობას უხდის.

„ჩემო საყვარელო ქართველებო! ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ჩემო ლამაზო, კეთილო ადამიანებო!

ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი დაბადების დღის მოლოცვისათვის! მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობის გრძნობით ვარ თქვენდამი განწყობილი, რადგან ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მე, ჩემი საყვარელი ქართველი ერის გარეშე, ჩემი ლამაზი, კეთილი, უნიჭიერესი, უსაყვარლესი ქართველი ხალხის წიაღისაგან განცალკევებით, ღმერთი არასოდეს მომცემდა შესაძლებლობას, რომ ჩემი კინო გმირების განსახიერებითა და კინო როლების შესრულებით, სიხარული მიმენიჭებინა საყვარელი ქართველი ხალხისათვის და ჩემი ქართველი ერისგან გაზიარებული დიდი სიყვარულის გარეშე, ვერც ვერაფერს მივაღწევდი ღირებულს! ამიტომ ყველაფერი, რაც კარგი გამიკეთებია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ეს მხოლოდ თქვენი, ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის დამსახურებაა და დიდი მადლობა თქვენ ამისათვის!“, - წერს ფანჩულიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „მცემდა გაზის შლანგით, ქამრით... მათხოვრობას მაიძულებდა. ორსულად როცა ვიყავი, თეფში აიღო და თავში ჩამარტყა“ - ვინ არის კაცი, რომელიც 21 წლის ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა

🔵თაკო ნაცვლიშვილის და ოთო ხუროძის თაფლობის თვე იტალიაში გრძელდება