Digest Logo

🎥 არუნ ხათრი ვარიკოზული ვენების მკურნალობის ერთადერთ გზას ასახელებს - „ადამიანი, რომელიც მთელი დღე ზის ან დგას, აუცილებლად დაემართება“

1746112304
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად არუნ ხათრი აქვეყნებს ახალ ვიდეოს, სადაც ვარიკოზულ ვენებსა და მის მკურნალობაზე საუბრობს:

„დაიწყეთ 5 წუთიდან, ეს პროცედურა დაგეხმარება იმისთვის, რომ ნერვი, ვენა რაც გაქვს სუსტი მოძრაობის აღდგენაში. ეს დრო შემდეგ შეგიძლიათ გაზარდოთ. 

ვარიკოზული ვენა კაცის და ქალის პრობლემაა, ბევრ ადამიანს აწუხებს. ადამიანი როცა მწეველია, ყოველთვის დაემართება, მოწევა კლავს ვენებს. ადამიანი, რომელიც მთელი დღე ზის ან დგას, ატარებს მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს, იმასაც გაუჩნდება ეს პრობლემა. ფეხმძიმე ქალსაც უჩნდება ვარიკოზული ვენა. 

რა უნდა გააკეთო ამის მკურნალობისთვის? პირველ რიგში ძალიან მოჭერილი ქამარი, რეიტუზი, ტანსაცმელი არასდროს ჩაიცვა. 

მეორე, თუ მწეველი ხარ, ეცადე შეამცირო მოწევა“, - ამბობს არუნ ხათრი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დარწმუნებული ვარ, შენ იგივე ტიპის შეცდომას აღარ გაიმეორებ, იმიტომ, რომ მე და შენ ეს უკვე გავიარეთ ერთხელ“ - ფსიქოლოგ ზაზა ქოიავას რჩევები მშობლებს

🎥 როგორ მივხვდეთ, რომელი პროდუქტების მიქსი სჭირდება ჩვენს სხეულს - მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაციები

🎥 „ვფიქრობ, რა დააშავა იმ ახალგაზრდა ბიჭმა, მეომარმა უაზროდ რომ უნდა გააქანონ ომში, მოკლან, დაღუპონ?“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი