ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
👉 ლიზა ქისტაურის საქმის დეტალები - რას აცხადებენ ბელგიის პროკურატურაში?
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. მათ შორისაა პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.
„რატომ არის ჰომოფობია განსაკუთრებულად ცუდი?
იმიტომ, რომ ეს არის ზიზღი, რომელიც თავისთავად კი არ არსებობს ვიღაცის გონებაში ან გულში, არამედ ყოველთვის გამოხატულია ვერბალურად და ფიზიკურად: მკვლელობით, შეურაცხყოფით, ფურთხებით, დაშინებით, ბულინგით, თვითმკვლელობამდე მიყვანით...
ყველა ფობია საშიშია და წინააღმდეგობა გასაწევი, რაც სიძულვილს და ძალადობას თესავს.
ქისტაურის შემთხვევა მგონი პირველია, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი წუხს და არ იცინის. ამაში წვლილი, სწორედ მას და მის იუმორსაც მიუძღვის“, - წერს ირაკლი კუპრაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ