Digest Logo

„ქობულეთელი კაცის საჩუქარი ქობულეთელ კაცს მშობლიურ ქალაქში...“ - ვინ აჩუქა საბა ლაზიშვილს ბინა?

1794765287
საბა ლაზიშვილი

ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ასევე ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ქობულეთში ბინა აჩუქა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში Geo team-ი წერს:

„საბა ლაზიშვილს ქობულეთში ჯანო ანანიძემ ბინა აჩუქა.  

ქობულეთელი კაცის საჩუქარი ქობულეთელ კაცს მშობლიურ ქალაქში.  

საბა საქართველოში 20 ნოემბერს ჩამოვა და ჯანო ჩემპიონ კაცს საჩუქარს პირადად გადასცემს“, - წერს Geo team-ი.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვვამაყობ, მეუღლე კი ძალიან ნერვიულობდა... დაალაგა სიტუაცია და ძალიან სწორად იჩხუბა“ - რას ჰყვება საბა ლაზიშვილის მამა

🎥 გელა დაიაური შატილის მძიმე ავარიასა და ოჯახის დაკარგვაზე: „სიცივისგან ვკანკალებდი და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი?“

🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე

✕