Digest Logo

„ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, აი, ეს რწმენა გვაქვს ჩვენ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1790624741
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენი მამა კი არ მოკლეს, რაღაც იარაღით,
არამედ ჩვენთვის მოკვდა.
ჩვენთვის ნასროლ ტყვიას რომ გადაეფაროს ვინმე,
ეს ტყვია საკრალური თუ არა, ძვირფასი მაინც იქნება?!
სულ გამახსენებს იმას, რომ ჩემმა ახლობელმა ადამიანმა, თავი გაწირა,
და ეს ტყვია, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი – თავად მოიხვედრა,
რომ მე გადავრჩენილიყავი,
რომ მე სიცოცხლე გამეგრძელებინა,
და უკვე ძვირფასი ხდება და საკრალური, მოგონებიდან გამომდინარე;
იესო ქრისტეს შემთხვევაში კი, ჩვენ განკაცებული ღმერთი გვწამს,
ღმერთი მოკვდა ჯვარზე.
ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვის,
აი, ეს რწმენა გვაქვს ჩვენ“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რამაზ სვანაძე: გამარჯვება ყველას უნდოდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა - ხარისხობრივად პირველი ნახევარი უკეთესი იყო, მეორე ტაიმში დაღლილობა შეგვეტყო

⭕ გიორგი წიტაიშვილი – „მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“

⭕ „კოსმოსური გარდატეხა: სასწორის სეზონი, ვერძის სავსემთვარეობა და მარსი ლომში“ - რატომ იწყება შემოდგომის ყველაზე მისტიკური ეტაპი

✕