Digest Logo

„ქრისტე სულ მართალი იყო და მის გარშემო სულ მტყუანები იყვნენ, მაგრამ იმ მტყუანებზე ლოცულობს უფალი...“ - თეოდორე გიგნაძე

1781087920
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ყოველ დღე გაქვთ გამოცდა, მოყვასთან ურთიერთობაში და სამწუხაროდ, იშვიათად ვაბარებთ სწორად და კარგად.

ყოველდღეა ეს გამოცდა,
არასოდეს არ ხდება ისე, რომ მოყვასთან რაღაც შეჯახება მოგივიდა და ეს ღვთის დაშვებით არ იყოს,
არასოდეს არ არის ისე, რომ ეს იყოს შემთხვევით.

ყოველთვის შენი შინაგანი მდგომარეობის ლუსტრაცია ხდება, რა ხარ შინაგანად.
ის შეიძლება დამნაშავე იყოს, მე იმას კი არ ვამბობ, რომ თქვენ მტყუანი ხართ და სხვები არიან მართლები,
მოდი ასე ვთქვათ: შენ სულ მართალი ხარ(რაც არასწორია, მაგრამ დავუშვათ),
არაფერს ნიშნავს ეს.

ქრისტე სულ მართალი იყო და მის გარშემო სულ მტყუანები იყვნენ,
მაგრამ იმ მტყუანებზე ლოცულობს უფალი,
მაგალითს გვაძლევს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაცია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუკი კოშკელიშვილი 36 წლის გახდა - „გისურვებ ყოველთვის ბედნიერი, წარმატებული და სიყვარულით სავსე ცხოვრებას!“

მოამზადეთ! კოსმოსური ამინდი მკვეთრად იცვლება - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც 10 ივნისს სირთულეებს გადალახავს

აქტივაციის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა განსაზღვრული მიზნის შესაბამისად, მოიზიდოთ ადამიანები თქვენთვის საჭირო სივრცეში და ცხოვრებაში