
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„განკაცებული ღმერთის მოსვლას,
ღმერთის ამ მოქმედებას, ჰქონდა შესაძლებლობა ვიღაცის მაინც გამოფხიზლებისა,
ვიღაც მაინც გამოფხიზლდება,
იმიტომ, რომ ამაზე მეტი უბედურება რა არის?!
ქრისტეს რომ მოკლავ, ამაზე დიდი უბედურება რა შეიძლება იყოს?!
მაგრამ ამას რომ გააკეთებ - მერე მაინც უნდა გამოფხიზლდე,
და ასეც არის,
უფალი ამბობს - „მე ამამაღლებთ (ჯვარცმას გულისხმობს) და მერე ყველას მოგიზიდავთ...“
- ხომ?!
ჯვარცმამ, იქვე, ზოგიერთი მკვლელი, რომელიც ქრისტეს დასცინის, მანამდე, სანამ ქრისტე მოკვდება,
როგორც კი ქრისტე კვდება ჯვარზე - ზოგიერთები ეგრევე იწყებენ სინანულს,
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაყოფი იმ ნაყოფებთან ერთად, რაც ქრისტეს განკაცებას და ჯვარცმას ახლავს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არც ერთი ზოდიაქო არ არის დაცული ცოდვისგან...“ - რას წერს ასტროლოგი ხატია ბედოშვილი
🎥 ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა