ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა ადამიანის გულში ქრისტეა დამკვიდრებული და ქრისტესთან ერთად ყოვლადწმინდა სამება – მისი ლოცვა ხდება ძალიან კადნიერი.
და მერე,
როცა ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ახლობლებისთვის, ცოცხლებისა თუ გარდაცვალებულთათვის,
როცა ღმერთი ხედავს, როგორ მიყვარს მე ის ადამიანი, რომელიც შეიძლება წასულია უკვე,
ყველაფერს გააკეთებს ღმერთი,
საბაბს მოძებნის,
რომ ის ადამიანი თავისთან და ჩემთან ამყოფოს მარადისობაში.
ამიტომ,
როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რა გავაკეთოთ მიცვალებულებისათვის,
ჩვენ ვეუბნებით – შენ გახდი კარგი ქრისტიანი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: