ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მარტვილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს;
„მარტვილის მონასტერი (ჭყონდიდი) იცოდით? რომ ეს ულამაზესი ტაძარი VI-VII საუკუნეების მიჯნაზეა დაარსებული?
ოდესღაც ამ ადგილას უზარმაზარი წარმართული მუხა („ჭყონი“) იდგა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მუხის ფესვებზე პირველი ტაძარი წმინდა მოწამეთა (მარტვილთა) სახელზე ააგეს.
საუკუნეების მანძილზე მარტვილი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი იყო – სწორედ აქ აღიზარდა დავით აღმაშენებლის სულიერი მამა, გიორგი ჭყონდიდელი“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
ფოტოები: 👇







⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „საოცარი გოგო ხარ“ - გიორგი სარდალაშვილის ორსული მეუღლე ახალ კადრებს გიზიარებს