სცენარისტი ქეთი დევდარიანი თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც დევდარიანი წერს, ჯანმრთელობა, ხალისი, მომავალი, განათლება და უსაფრთხოება სჭირდებათ ბავშვებს და არა გმირული სიკვდილი.
„ბრეხტი ამბობდა, უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები ჭირდებაო და ქვეყანა, რომელსაც გმირი ბავშვები სჭირდება, რა უბედურ დღეშია, ხომ წარმოგიდგენიათ?!
ჯანმრთელობა, ხალისი, მომავალი, განათლება და უსაფრთხოება სჭირდებათ ბავშვებს და არა გმირული სიკვდილი.
ნაძირალა ქოცები და მათი ტელევიზიები ერთ სიტყვას არ ამბობენ იმაზე, რატომ გახდა საჭირო ბავშვის გმირობა.
იქნებ კორუფციის და ბესპრედელის მაგივრად საქმე წესიერად რომ გეკეთებინათ, აღარ დასჭირვებოდათ ბავშვებს გმირულად სიკვდილი?!“, - წერს ქეთი დევდარიანი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე თემაზე:
🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში
🔵„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე