Digest Logo

„მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე არ მაინტერესებს“ - ლაშა ფურცხვანიძე

1666003839
ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო - აცხადებს მედიასთან ლაშა ფურცხვანიძე.

„გრინ სერვის პლუსის" დირექტორი დღეს მესამედ გამოიკითხა. მისი დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საგამოძიებო მოქმედებები ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გრძელდება. ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ამ წუთებში მოწმეები იკითხებიან. საგამოძიებო უწყებას უკვე გამოკითხული ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

„შემოწმებული იყო ელექტრობა დაინსტალირების დროსაც და მერეც. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ“ - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე:

🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში

🔵„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე

🔵„ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე