Digest Logo

ქვეყანაში ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებაა?! - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

1678790657
ჩუტყვავილა

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ერთ-ერთი მომხმარებელი სალომე ნადირაძე, საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებაა, რომელსაც ოჯახები მალავენ.

„პარიზის მოდის კვირეულს პირველად დავესწარი. ისეთი ჩაცმული იყო ხალხი, კინაღამ ჩუმად მოვიხსენი ჰალსტუხი“ - რა ფოტოებს ავრცელებს საქართველოს ელჩი საფრანგეთში

ფეისბუკმომხმარებელი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის აუცილებლობაზე მიუთითებს და მის გეგმური აცრების კალენდარში სასწრაფოდ შეტანას ითხოვს.

„ამჟამად ქვეყანაში არის ჩუტყვავილას ეპიდაფეთქება, ინფექცია მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, მისი დამარცხება აღარ ხდება, ოჯახის წევრების ალერსით, სურვილების ასრულებით და აბა, ბატონები არ გავაბრაზოთი!!!

აქამდე ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა არ შედიოდა გეგმური აცრების კალენდარში, მაგრამ ახლა სასწრაფოდ საჭიროა ვაქცინაცია!

ამაზე საჭიროს და აუცილებელს რა ჯანდაბას აკეთებს ჯანდაცვა და მთავრობა? შემოიტანეთ ქვეყანაში ვაქცინა!!!

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ეს მართლა,ინფექცია იმდენად რთულად მიმდინარეობს მოზარდებში და უფროსი ასაკის ადამიანებში,ეს მართლა არ არის "შეხვდეს ბარემ მოიხადოს" ვირუსი.

ასევე მშობლების საყურადღებოდ!

ჩუტყვავილათი ინფიცირებული იზოლაციაში უნდა იყოს 21-23 დღე და არა 9 დღე!

რეგულაციის არ დაცვამ გამოიწვია სწორედ ეს ეპიდაფეთქება!“, - წერს ფეისბუკ მომხმარებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი