
საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პარიზის მოდის კვირეულიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დეფილეზე ქართველი დიზაინერის ჩვენებაც გაიმართა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ცხოვრებაში პირველად მომიწია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, დეფილეზე დასწრება. ისეთი ჩაცმული იყო ხალხი, კინაღამ ჩუმად მოვიხსენი ჰალსტუხი.
პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ Palais de Tokyo -ში გაიმართა ქართველი დიზაინერის ირაკლი რუსაძის ზამთრის კოლექციის ჩვენება.
მოდის სფეროში მოღვაწე ბევრი ქართველიც ვნახე დარბაზში, მაგრამ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული დიზაინერები, მოდელები და მოდის სფეროს მენეჯერ-აგენტები ტრიალებდნენ, დეფილეს დაწყებამდე ჯერ დამსწრეთა ჩაცმულობა იყო ერთი სანახაობა.
ძალიან ვიამაყე ჩემი თანამემამულის, აშკარად ძალიან ნიჭიერი და თურმე მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი დიზაინერის ირაკლის წარმატებით.
შეძახილებითა და ოვაციებით იოლი იყო მიხვედრა, რომ პუბლიკამ ირაკლის კოლექცია ძალიან მოიწონა“,- წერს ჯავახიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵პასკა თუ პასქა? - საიდან იღებს სათავეს და რა ჰქვია მას ქართულად
🎥 როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასქა - რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან