მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები გამოეხმაურნენ. მათ შორის არიან მომღერლები, მსახიობები და ჟურნალისტები.
ნახეთ, რა პოსტები მიუძღვნეს თამარ მაყაშვილს ანდრია გველესიანმა, ნატუკა გულისაშვილმა და მაცაცო თოხაძემ.
„ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება… ოქროს ადამიანია , პროფესიონალიზმზე რომ აღარ ვისაუბროთ.. ან რად უნდა ამას საუბარი ყველა დამერწმუნება ვინც მას ახლოს იცნობს.. ძალიან ბევრს გვიყვარხარ და გვერდში გიდგავართ! Tamara Makashvili პ.ს. ადამიანი ბოდიშს იხდიდეს და ამის მიუხედავად მის მიმართ ასეთი მიუტევებლობა და სიძულვილი გახრჩობდეს, აი ესაა სწორედ არაადამიანობა..“, - წერს ანდრია გველესიანი.
„ალბათ ზუსტად იმ ადამიანებმა ასე უმოწყალოდ გალანძღეს და გაწირეს Tamara Makashvili, რომლებსაც არასდროს არაფერი შეშლიათ და ამიტომაც არ იციან, რომ მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ საჯაროდ ბოდიშის მოხდა!!! მიყვარხარ“, - წერს ნატუკა გულისაშვილი.
„ჩემი მხარდაჭერა თამარ მაყაშვილს! ეს რა არაადეკვატურობაა, რა ზიზღის გაღვივებაა, რა მტრობის დათესვაა, გადავირიე... მაგ ლოგიკით, ყველა ქართული იუმორისტული გადაცემა უნდა დახუროთ მაშინ...
ოდითგან ასე ხდებოდა, ძალიანაც გვიყვარს ჩვენი საქართველოს ყველა კუთხე, მაგრამ კილოზე და ადათებზე სულ ვხუმრობთ...
ის, რომ სოფელში ადამიანებს ისე არ აცვიათ, როგორც ქალაქში, ახალი ამბავია? სოფლის ცხოვრება მოითხოვს ამას! მე თბილისშიც არ მაცვია „თბილისურად“ მე და დათა ჭოპორტში რომ ვართ, ისე გვაცვია, იქაურებსაც გული უსკდებათ...
რა ამბავი ატყდა ამ ერთ უწყინარ ხუმრობაზე, გადავირიე... ცოცხლად დამარხეს ადამიანი...
ბათუმის თეატრს სირცხვილი!! მართლაც რომ „პროვინციული" (შინაგანი ინტელექტით) გადაწყვეტილებაა!“, - წერს მაცაცო თოხაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„თამარ მაყაშვილის გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს“ - მანანა მანჯგალაძე