Digest Logo

„ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა. წარმოუდგენელია, რაც მოუწყვეს. მძაგს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა“ - ინგა გრიგოლია მაყაშვილზე

1667370087
ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი თქმით, ყველა ადამიანს მოსდის უნებლიე შეცდომა. ჟურნალისტის თქმით, ეს ყველაფერი თამარ მაყაშვილს მოუწყვეს.

„ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! ყველა ადამიანს მოსდის უნებლიე შეცდომა, ხანდახან ისეთი რამ წამომცდენია, მერე ერთი წელი მინანია.

წარმოუდგენელია, რაც მსახიობ თამარ მაყაშვილს მოუწყვეს! ადამიანმა რაღაც თქვა( ვერ დავიჯერებ, რომ უამრავ თქვენგანს არ გქონიათ როყიო წამოძახილი.მე მქონია!) , მერე ბოდიში მოიხადა და ამის მიუხედავად თეატრიდან გამოუშვეს!

პირადად სულ არ ვიცნობ და პირადი მეგობრობა არ მაწერინებს ამ პოსტს! ამ უსამართლობით და შეურაცხყოფებით სავსე ქვეყანაში, კარგმა მსახიობმა რაღაც თქვა, თუნდაც არ მოგწონებოდა და ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო?!

ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი! მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა! ჩემი მხარდაჭერა თქვენ Tamara Makashvili. ესეც გაივლის!!“, - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”. 

სწორედ ეს გამონათქვამი გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი, რის გამოც მსახიობი დიდ სკანდალში გაეხვია და მას საჯაროდ სთხოვენ ბოდიში მოუხადოს აჭარელ მოსახლეობას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როცა მაყაშვილებს დაიცავთ, არ დაგავიწყდეთ ზანგურის მცირეწლოვანი ბავშვები! და არც ის, რომ ქალმა შეგნებულად ცილი დასწამა ბესოს“ - გვანცა წულეისკირი

🔵„თამარ მაყაშვილის გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს“ - მანანა მანჯგალაძე

🔵„იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?“ - რუსუდან გოცირიძე თამარ მაყაშვილზე