Digest Logo

„რა დაუნდობელი და სასტიკია ხანდახან სამყარო. დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი, თან ასეთი პატარა“ - ლანჩხუთში 5 წლის ბიჭს გლოვობენ

1662449790
გარდაცვლილი ბავში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ლანჩხუთელი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში სტუმრად მყოფი ბავშვი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრი წერს, მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.

„საშინელება გვჭირს მთლიანად ლანჩხუთს, ყველაფერი უფერული გახდა.
პატარა ანგელოზი.... გაფრინდა.... მშვიდად განისვენე, ოქროს ბიჭო.

ოჯახს ღმერთო გამძლეობა მიეცი. რა დაუნდობელი და სასტიკია ხანდახან სამყარო.
დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი, თან ასეთი პატარა.

კეთილი, წესიერი, პატიოსანი ოჯახის შვილი, ამხელა საშინელებას არ იმსახურებდნენ“, - წერს ნინია ბარამიძე.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რომ არა იმედი, ალბათ ვერ გავუძლებდით ამ დიდ ტანჯვას“ - პეტრე კოლხმა ნიკო კვარაცხელიას ლექსი მიუძღვნა

🎥 „მე დავაპროექტე და გადავწყვიტე, ასეთ ფერებში გამეკეთებინა“ - როგორ გამოიყურება ლელა წურწუმიას სახლი ბათუმში

🔵„კორკმაზი მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა“ - დუდა სანაძე