პიარსპეციალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა კვალიფიციური მეცნიერების მიერ ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგს ითხოვს. მოროშკინა მიიჩნევ, რომ მოსახლეობაზე ექსპერიმენტები ჩაატარეს და დრო მოვიდა ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს.
„რამდენი წელია საქართველოს მეცნიერები ითხოვდნენ ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგს!
ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გამწვავდა ე.წ.პანდემიის და საოცრად გამდიდრებული ე.წ. ეპიდემიოლოგების ფონზე.
ეს მოთხოვნა ასჯერ უფრო აქტუალური გახდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სიტყვების შემდეგ, რომ ხალხს კლავენ საავადმყოფოებში.
ასევე, ეჭვქვეშ დადგა სრულიად წაგებიანი მკურნალობის პროტოკოლი.
გამოხდა ხანი და ახლა უკვე შეგვიძლია ღიად საუბარი კატასტროფულად მომატებულ მიოკარდიტზე, ინფარქტებზე, თრომბოზზე და ა.შ.
რა ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვენზე?
ვინ მოითბო ხელი?
ვინ მართავდა მედიაში ისტერიულ კამპანიას, რომელმაც ათასობით ხალხის ფსიქიკა შეიწირა?
სად გაქრა ავადობა ომის დროს?
რატომ „უხდება“ ანტისანიტარია და ჭუჭყი ე.წ. სენს?
ვის ავადმყოფ თავში მოიხარშა იზოლაციის თემა?
რატომ ჩატარდა ქალაქების და რაიონების ჩაკეტვის სპეცოპერაცია?
რა დგას ამის უკან?
და ბოლოს! რატომ გადიოდა წითელი ხაზი საპატრიარქოზე და პირადად პატრიარქზე? რატომ ცდილობდნენ გარკვეული ძალები ეკლესიის და სულიერი მამის დაკნინებას?
ამიტომ!
ახლა მაინც შექმენით საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური მეცნიერებით და ბიო-ქიმიკოსებით იქნება დაკომპლექტებული.
ხო, რუსეთის წარმომადგენლის მოძებნა არ გაგიჭირდებათ, აგერ არიან ქალაქის ცენტრში გაზის, წყლის და ნავთობის კომპანიებში, რომელიც ექს.პრეზიდენტმა სააკაშვილმა გულუხვად უფეშქაშა.
უთხარით ხალხს სიმართლე!!!! ჭირისუფლის კონსტიტუციური უფლებაა იცოდეს რატომ გაუბედურდა!
P.S. მოხსენით ხალხს ნიღბები! სირცხვილია-შეეზარდათ!!!!!“ - წერს ლალი მოროშკინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ასრულდება“ - ცაგარელი
🔵„მაინც წავიდა… სითბოში ჯდომას, სიცივეში, საველე პირობებში შრომა არჩია... რამდენიმე დაობლებულ პატარას ხომ ჩაიხუტებს და წუთიერად გაათბობს…“ - სოფო ჯაფარიძის დედა
🔵რუსეთის არმიამ უკრაინაში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბა